ავტორი:

"თუ რაიმე აქვს გოგაშვილს სათქმელი საზოგადოებისთვის, ეს არის ის თუ როგორ შეიძინა ქონებები, როცა 2012 წელს იყო სოციალურად დაუცველი" - ღუდუშაური

"თუ რაიმე აქვს გოგაშვილს სათქმელი საზოგადოებისთვის, ეს არის ის თუ როგორ შეიძინა ქონებები, როცა 2012 წელს იყო სოციალურად დაუცველი" - ღუდუშაური

თუ რაიმე აქვს გოგაშვილს საპასუხო და სათქმელი საზოგადოებისთვის, ეს არის ის, თუ როგორ შეიძინა ეს ქონებები, როცა 2012 წელს იყო სოციალურად დაუცველი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სუს- ის უფროსის ყოფილი მოადგილის იოსებ გოგაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ბიძინა ივანიშვილისა და შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან დაკავშირებით.

ღუდუშაურის თქმით, მისი ეს განცხადება არის "არის ბინძური, ყოველგვარი ადამიანობისგან დაცლილი პოზიცია".

"გოგაშვილის მიმართ წარდგენილია ძალიან მძიმე ბრალდებები და ამას სჭირდება მკაფიო პასუხები", - განაცხადა ღუდუშაურმა.

კითხვაზე, თუკი 2012 წლიდან აგროვებდა გოგაშვილი ქონებას და ეს საეჭვოდ გამოიყურება, ამ წლების მანძილზე რატომ არ გაუჩნდათ კითხვები, ღუდუშაური აცხადებს, რომ მათი ხელისუფლება არ დაუშვებს ხელი ვინმეს დააფაროს.

"კითხვები აუცილებლად იქნება ყველა მიმართულებით, ვისაც შესაძლო რაიმე დანაშაული ან გადაცდომა აქვს, ყველას მიმართ იქნება კითხვები, ჩვენ ვართ ხელისუფლება, ვინც არასდრის დაუშვებს, რომ ვინმეს ხელი დააფაროს", - განაცხადა ღუდუშაურმა.