ავტორი:

საარტილერიო დუელი ხერსონისთვის, უკრაინელების აფეთქებული საწყობები და ხიდები, ოკუპანტის სარაკეტო შეტევები დონეცკზე - რა ხდება უკრაინაში: რას ამბობს ზალუჟნი ამერიკულ "ჰაიმარსებზე"

საარტილერიო დუელი ხერსონისთვის, უკრაინელების აფეთქებული საწყობები და ხიდები, ოკუპანტის სარაკეტო შეტევები დონეცკზე - რა ხდება უკრაინაში: რას ამბობს ზალუჟნი ამერიკულ "ჰაიმარსებზე"

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ კანადის შეიარაღებული ძალების თავდაცვის შტაბის უფროსთან, გენერალ უეინ ეირთან იარაღისა და აღჭურვილობის შემდგომი მიწოდების თემა განიხილა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, საუბარი 27 ივლისს ტელეფონით შედგა.

"მადლობა გადავუხადე მას, პირადად კანადის პრემიერ-მინისტრს და მთელ კანადელ ხალხს რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის ფონზე ჩვენი ქვეყნის სამხედრო დახმარებისთვის. ჩვენ დეტალურად განვიხილეთ იარაღის და აღჭურვილობის შემდგომი მიწოდების პროგრესი და მოცულობა“, - თქვა ზალუჟნიმ.

ზალუჟნიმ ასევე კომენტარი გააკეთა ფრონტზე არსებულ ვითარებაზე. მისი თქმით, M142 HIMARS-ის დროულმა ჩამოსვლამ, რომლებსაც ზუსტი დარტყმების განხორციელება შეუძლიათ მტრის სამეთაურო პუნქტებზე, საბრძოლო მასალისა და საწვავის საცავებზე, ხელი შეუწყო უკრაინის მიერ თავდაცვითი ხაზებისა და პოზიციების შენარჩუნებას.

ბოლო ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთ უკრაინაში 66 რუსი დამპყრობელი გაანადგურეს და მტრის ხუთ საყრდენ პუნქტს დაარტყეს. ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა "პივდენი“ ავრცელებს.

ოპერატიული სარდლობა იუწყება, რომ უკრაინულმა თვითმფრინავმა მტერს 5 დარტყმა მიაყენა. თვითმფრინავისა და ბომბდამშენის წყვილი მტრის 3 საყრდენ პუნქტს მოხვდა, ვერტმფრენის წყვილმა კი 2 დარტყმა განახორციელა ბერისლავისა და ხერსონის რეგიონების სოფლების გარშემო.

"მტრის ჯამური დადასტურებული დანაკარგებია: 66 რაშისტი, 3 ტანკი Т-72, Msta-S ჰაუბიცა, „გვოზდიკას“ თვითმავალი ჰაუბიცა, ნაღმმტყორცნების კომპლექსი, 3 ერთეული მანქანა“, - ნათქვამია მოხსენებაში.

  • ასევე ვრცელდება ინფორმაცია, ჩერნობაევკასა და ბელოგორკაში საბრძოლო მასალის საველე საცავის განადგურების შესახებ.

უკრაინის ინფორმაციით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან უკრაინელმა სამხედროებმა 40 000-ზე მეტი დამპყრობელი ლიკვიდაცია მოახდინეს.

  • რა ხდებობდა 27 ივლისს უკრაინაში? - სამხედრო პროცესების მიმდინარეობის მიმოხილვას ექსპერტი გიორგი კობერიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

- დილიდან უკრაინელებმა ხერსონის მიმართულებით საარტილერიო დარტყმა მიაყენეს ანტონოვისა და მასთან ახლოს მდებარე სარკინიგზო ხიდს. ანტონოვის სამანქანო ხიდი მწყობრიდანაა გამოსული და ჩანგრევის რეალური საფრთხის წინაშე დგას. კონსტრუქცია მყარია მაგრამ განმეორებით დარტყმებს ვეღარ გაუძლებს. ამჟამად ხიდი მძიმე ტექნიკის გადაადგილებისათვის ვეღარ იქნება გამოყენებული. მსგავსი მდგომარეობაა სარკინიგზო ხიდის მიმართულებითაც.

ამჟამად ქალაქი ხერსონი გარე სამყაროს მხოლოდ მდინარე ინჰულენცზე არსებული ერთი დაზიანებული და რამდენიმე მყიფე, სამხედრო თვალსაზრისით გამოუყენებელი ხიდით უკავშირდება.

ამ ფონზე რუსები სპონტონური სამხედრო ხიდების მოწყობას ახორციელებენ, თუმცა რამდენად გამართავენ, ეს საკითხავია.

- ხერსონის რაიონში ზოგადი საარტილერიო დუელი თითქმის ყველა მიმართულებით გრძელდება: უკრაინელებმა დაბომბეს ხერსონის აეროპორტი ჩერნობაევკა. რუსებმა კი მდინარე ინჰულეცის დასავლეთ სანაპიროზე ოკუპირებული ქალაქი სნიგურივკას ჩრდილოეთით უკრაინულ პოზიციებზე მიიტანეს იერიში. სავარაუდოა, რომ უკრაინელები სწორედ სნიგურივკას გათავისუფლებას და რუსული საცეცხლე პოზიციების ჩახშობას მაღალ პრიორიტეტად დასახავენ.

- ხერსონის რაიონში, მდინარე ინჰულეცის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ანდრიივკასთან რუსული შეტევის ჩავარდნის შემდეგ დამატებითი უკრაინული სამხედრო ნაწილები შევიდნენ. მათი მიზანი არამხოლოდ შემდგომი პოტენციური რუსული შეტევის პრევენცია, არამედ კონტრშეტევისათვის პოზიციის მომზადებაა.

- რუსები ძალიან ინტენსიურად ბომბავენ უკრაინულ პოზიციებს ქალაქი დონეცკის ირგვლივ. პრაქტიკულად, უწყვეტად იბომბება პისკი, მარიინკა და ავდიივკა. რუსები ერთის მხრივ, უკრაინელების ქალაქი დონეცკიდან მოშორებას, ხოლო მეორეს მხრივ სლავიანსკი-ბახმუტის მიმართულების გარდა ამ ნაწილის გააქტიურებასაც ცდილობენ.

- უკრაინელები აგრძელებენ რუსული საწყობების განადგურებას. ამჟამად ლუგანსკის რაიონში, ქალაქ ალჩევსკთან მდებარე რუსული პოზიციები და ამუნიცია იქნება განადგურებული.

- გერმანია უკრაინას 100 თვითმავალ არტილერიას PzH-2000-ს მიჰყიდის. ეს პროცესი მალე ვერ განხორციელდება, რადგან გერმანელებს 100-ზე ოდნავ მეტი დანადგარი აქვთ სულ, მაგრამ მზაობა უკვე პოზიტიური მოლოდინის მანიშნებელია და შესაძლოა ინტენსიურად წარმოების შემთხვევაში მალე ისინი უკრაინაში ვიხილოთ.

იხილეთ ასევე: