ავტორი:

"ხარებას" მომღერალი უჩა ვალიშვილი, რომელსაც უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა

"ხარებას" მომღერალი უჩა ვალიშვილი, რომელსაც უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა, გარდაიცვალა

ფოლკლორულ ანსამბლ "ხარებას" მომღერალი და გურჯაანის სახელმწიფო თოჯინების თეატრის მსახიობი უჩა ვალიშვილი გარდაიცვალა. ის 35 წლის იყო. უჩა მძიმე სენს ებრძოდა.

მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები რამდენიმე თვის წინ შეექმნა. ამის შემდეგ თურქეთსა და საქართველოში ჩაუტარდა ორი ურთულესი ოპერაცია კუჭზე.

ბოლო პერიოდში მკურნალობას აგრძელებდა საქართველოში, თუმცა, მოულოდნელად ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმების გამო, დაუყოვნებლივ, საჭირო გახდა მისი გადაყვანა თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში. უჩას დასახმარებლად თითქმის მთელი ქვეყანა გაერთიანდა. ჩატარდა რამდენიმე საქველმოქმედო კონცერტიც.

ახალგაზრდა მომღერალს მეუღლე და სამი შვილი დარჩა.

AMBEBI.GE მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილი მომღერლის ოჯახს