ავტორი:

"ამაზრზენად და სამარცხვინოდ მოიქცნენ" - "ფენერბახჩესა" და კიევის "დინამოს" თამაშის დროს თურქმა ფანებმა პუტინის სახელის სკანდირება დაიწყეს (ვიდეო)

"ამაზრზენად და სამარცხვინოდ მოიქცნენ" - "ფენერბახჩესა" და კიევის "დინამოს" თამაშის დროს თურქმა ფანებმა პუტინის სახელის სკანდირება დაიწყეს (ვიდეო)

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქული კლუბი "ფენერბახჩე" კიევის "დინამოს" შეხვდა. მატჩის დროს კი უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. "ფენერბახჩეს“ გულშემატკივრების დიდმა ნაწილმა დაიწყო ვლადიმერ პუტინის სახელის სკანდირება მას შემდეგ, რაც უკრაინელმა ნახევარმცველმა ვიტალი ბუიალსკიმ გოლი გაიტანა და მასპინძლები დააწინაურა.

ბუიალსკიმ გოლის გატანის შემდეგ არწივის იმიტირება გააკეთა (არწივი თურქული კლუბის სიმბოლოა), რამაც თურქი ფანების გაღიზიანება გამოიწვია.

ნახეთ გოლი და ფეხბურთელის ჟესტი:

Buyalskiy celebrated by doing an eagle hand gesture, a clear nod to Fenerbahçe arch-rival Beşiktaş.

Despite the "provocative" act from the Dynamo player, the response from the Fenerbahçe fans is still completely inappropriate and frankly cheap.pic.twitter.com/HDm7NpE4lR
— Nico Cantor (@Nicocantor1) July 27, 2022

"ფენერბახჩეს" ფანების რეაქციას არა მხოლოდ უკრაინელთა, არამედ მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა ქვეყნის წარმოამდგენელთა აღშფოთება მოჰყვა.

სოციალურ ქსელში განხილვა გრძელდება. ფანების აზრით, "ფენერბახჩეს“ გულშემატკივართა ამგვარი ქმედება "სამარცხვინო და ამაზრზენი“ იყო.

ისინი UEFA-ს მიმართავენ და სთხოვენ, რომ ამ კლუბის ფანებს სტადიონზე მისვლა აეკრძალოთ.

"ეს სრულიად ამაზრზენი და სამარცხვინო საქციელია. უეფა ახლა თქვენი ჯერია - დიდი ხნით უნდა დაიხუროს "ფენერბახჩეს" ფანებისთვის სტადიონის კარი. ის, რაც მოხდა, აღმაშფოთებელია"

"დინამოელის პროვოკაციული ქმედების მიუხედავად, "ფენერბახჩეს" გულშემატკივრების პასუხი სრულიად შეუსაბამო და იაფფასიანი იყო“, - წერენ სოციალურ ქსელში. აღსანიშნავია, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ ტურში კიევის "დინამო" გავიდა.

ნახეთ ვიდეო - როგორ სკანდირებენ თურქული კლუბის ფანები ვლადიმერ პუტინის სახელს