ავტორი:

"ეს ბიჭი ძალიან კარგად გაზრდილი ადამიანია! ყოჩაღ ასეთი შვილის გაზრდისთვის" - რას წერს ელისაშვილი ედუარდ სააკაშვილზე?

"ეს ბიჭი ძალიან კარგად გაზრდილი ადამიანია! ყოჩაღ ასეთი შვილის გაზრდისთვის" - რას წერს ელისაშვილი ედუარდ სააკაშვილზე?

დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ექსპრეზიდენტის ვაჟის ედუარდ სააკაშვილის ინტერვიუს ეხმაურება:

"იცის მგონი ყველამ რომ სააკაშვილს ვაკრიტიკებდი ყოველთვის, ჯერ კიდევ მაშინ როდესაც ხელისუფლებაში იყო და საშიში იყო. მისდამი დამოკიდებულება აღარ შემიცვლია და არც შევიცვლი, მაგრამ ეს ბიჭი, მისი შვილი არის ძალიან კარგად გაზრდილი ადამიანი!

გონიერი და წესიერი ბიჭი ჩანს. ინტერვიუშიც უზუსტესი რაღაცეები თქვა. ასეთი შვილის გაზრდისთვის ყოჩაღ" - წერს ელისაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შვილი, ედუარდ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ საჭიროა ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის საკითხი ნაკლებად პოლიტიკური იყოს, რათა საზოგადოებაში შეიქმნას კონსესუსი იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი იმსახურებს ღირსეულ ჯანდაცვასა და მკურნალობას.

ამის შესახებ ექსპრეზიდენტის ვაჟმა "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა.

"ჩემი აზრით, საჭიროა, რომ მისი ჯანმრთელობის საკითხი იყოს ნაკლებად პოლიტიკური, რაღაც კონსესუსი რომ შეიქმნას საზოგადოებაში, რომ ის იმსახურებს ღირსეულ ჯანდაცვას, მკურნალობას და ა.შ. და მას უნდა ჰქონდეს წვდომა ამაზე. მნიშვნელოვანია, რომ დეპოლიტიზდეს მისი საკითხი და ამისთვის საჭირო არის, რომ მისი როლი პოლიტიკაში გადაიხედოს.

მე ერთი კვირაა საქართველოში ვარ ჩამოსული, ოჯახის სანახავად, მამაჩემის სანახავად. ცოტა ვიმოგზაურეთ ერთად მე და დედაჩემმა საქართველოს გარშემო. ხალხი გვხვდება ქუჩაში და თუ მცნობენ, მეკითხებიან, მიშა როგორ არის და უფრო მეტი ინტერესი ფართო საზოგადობაში არის მამაჩემის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

ადამიანების ტონში ვამჩნევ, რომ ბევრი მათგანისთვის მამაჩემი არ არის მომავლის ლიდერი. ისინი მასზე არ მეკითხებიან როგორც - მოდი, მიშა გამოვიდეს და გადაგვარჩინოს და ა.შ. რა თქმა უნდა, არის ბევრი ადამიანი, რომელიც ასე ფიქრობს და ასე უყურებს, მაგრამ არის ასევე ბევრი ადამიანი და შესაძლოა უფრო დიდი ნაწილი, რომლებიც აფასებენ მის როლს საქართველოს უახლეს ისტორიაში და უბრალოდ, უნდათ მისთვის კარგი, ნერვიულობენ მასზე, როგორც ადამიანზე. ხშირად ეს ადამიანები, არც "ნაციონალური მოძრაობისა“ და არც მიშას ამომრჩევლები არ არიან“, - ამბობს ედუარდ სააკაშვილი.

ნახეთ ასევე: