ავტორი:

ანგოლაში გიგანტური ზომის ვარდისფერი ალმასი აღმოაჩინეს - ძვირფასი ქვა 170-კარატიანია

ანგოლაში გიგანტური ზომის ვარდისფერი ალმასი აღმოაჩინეს - ძვირფასი ქვა 170-კარატიანია

ანგოლაში მდებარე მაღაროში ვარდისფერი ალმასი იპოვეს და აღსანიშნავია, რომ ბოლო 300 წელია, რაც ასეთი დიდი ზომის ვარდისფერი ძვირფასი ქვა არ აღმოუჩენიათ.

ეს იშვიათი 170 კარატიანი ალმასი 34 გრამს იწონის. მას სახელად "Lulo Rose" დაარქვეს.

ითვლება, რომ Lulo Rose ყველაზე დიდი ვარდისფერი ალმასია 185-კარატიანი "დარია-ი-ნურის" შემდეგ, რომელიც ახლა ირანის ეროვნულ სამკაულებს შორის ინახება.

Lulo Rose-ს თითქმის არ აქვს არანაირი მინარევი. ეს უკვე მეხუთე უდიდესი ალმასია, რომელიც ლულოს მაღაროში მოუპოვებიათ.

მსგავსი ძვირფასი ქვები წარსულში ათობით მილიონ დოლარად გაყიდულა. ერთ-ერთი მაგალითია "ვარდისფერ ვარსკვლავად" ცნობილი ალმასი, რომელიც 2017 წელს, ჰონგ-კონგის აუქციონზე, 71.2-მილიონ დოლარად გაიყიდა.

"Lulo Rose-ის შეფასება მანამ, სანამ არ დამუშავდება, შეუძლებელია", - ამბობს ჯოანა ჰარდი, ძვირფასი სამკაულების სპეციალისტი.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა