ავტორი:

"აღიარეთ რუსეთი ტერორიზმის დამფინანსებლად საქართველოში, ჩეჩნეთში, უკრაინასა და სირიაში ჩადენილის გამო" - რა წერია აშშ-ის სენატის მიერ მიღებულ რეზოლუციაში

"აღიარეთ რუსეთი ტერორიზმის დამფინანსებლად საქართველოში, ჩეჩნეთში, უკრაინასა და სირიაში ჩადენილის გამო" - რა წერია აშშ-ის სენატის მიერ მიღებულ რეზოლუციაში

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა რეზოლუცია მიიღო, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს, რუსეთი ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ აღიაროს. რეზოლუცია სენატში ერთხმად მიიღეს.

უფრო კონკრეტულად, დოკუმენტში სენატორები სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებენ რუსეთის ფედერაცია ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ აღიარონ საქართველოში, ჩეჩნეთში, უკრაინასა და სირიაში ჩადენილი ქმედებების გამო, რამაც გამოიწვია "ურიცხვი რაოდენობის უდანაშაულო ბავშვების, ქალებისა და მამაკაცების სიკვდილი“.

ასეთივე რეზოლუცია განსახილველად კონგრესსაც წარედგინა. მოსალოდნელია, რომ დოკუმენტს მხარს დაუჭერს სპიკერი ნენსი პელოსი, თუმცა აღსანიშნავია, რომ კონგრესმენებს რეზოლუციის მიღება სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების გარეშე არ შეუძლიათ.

მოცემული მომენტისთვის ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოთა სიაში ამერიკას სირია, ირანი, კუბა და ჩრდილოეთ კორეა აქვს შეყვანილი.