ავტორი:

რა ვითარებაა უკრაინაში ფრონტის ხაზზე - ბრიტანული დაზვერვის ანგარიში

რა ვითარებაა უკრაინაში ფრონტის ხაზზე - ბრიტანული დაზვერვის ანგარიში

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ უახლეს სადაზვერვო ინფორმაციას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ფრონტის ხაზის კონკრეტულ მონაკვეთს რუსული კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერი“ აკონტროლებს, რადგან რუსეთს საბრძოლო ქვეითი ძალების დიდი დეფიციტი აქვს.

"ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა ჯგუფის წინა საქმიანობასთან შედარებით, რადგან ჯგუფი ჩართული იქნება ფართომასშტაბიან სამხედრო მოქმედებებში. მათი არმიაში ინტეგრაციის დონე კიდევ უფრო უთხრის ძირს რუსეთის ხელისუფლების მრავალწლიან პოლიტიკას "ვაგნერსა“ და რუსეთის სახელმწიფოს შორის კავშირების უარყოფის შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ "ვაგნერის“ ძალები საკმარისი იქნება რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე ომში მნიშვნელოვანი ცვლილებების განსახორციელებლად.