ავტორი:

ვერდიქტი გამოტანილია - მეტროში შშმ პირის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულ პოლიციელს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა

ვერდიქტი გამოტანილია - მეტროში შშმ პირის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულ პოლიციელს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანი შშმ პირის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული პოლიციელის ნუკრი ბაქრაძის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს. ინფორმაციას "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ავრცელებს.

მათი ცნობით, წარდგენილ ბრალდებაში გამამტყუნებელი ვერდიქტის გამოტანას 12-დან 8 ნაფიცმა მსაჯულმა დაუჭირა მხარი.

ამავე სხდომაზე სასამართლომ იმსჯელა მსჯავრდებულისთვის სასჯელის შეფარდების საკითხზე და მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ცნობისთვის, ცნობისთვის, 23 იანვარს, მეტროსადგურ "ისანში“ არასრულწლოვანთან მიმართებაში მომხდარი ინციდენტის ფაქტზე სამართალდამცავებმა ორი პატრულ-ინსპექტორი - კახა ბაკაშვილი და ნუკრი ბაქრაძე დააკავეს. ბაკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. უფრო კონკრეტულად, მისი მეწყვილე პატრულ-ინსპექტორის მიერ შშმ პირის ცემის მომენტში ის ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა ინციდენტში არ ჩარეულა და ძალადობის შეჩერება არ უცდია. იგი ცოტა ხნის წინ სასამართლომ გაათავისუფლა.

რაც შეეხება ნუკრი ბაქრაძეს, მისი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობდა.