ავტორი:

ხონში ბანაკში სტუდენტები მოიწამლნენ - 9 მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ხონში ბანაკში სტუდენტები მოიწამლნენ - 9 მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ხონში სტუდენტურ ბანაკში ინტოქსიკაცია დაფიქსირდა. სავარაუდოდ, მოწამვლა წყაროს წყლის მიღებას უკავშირდება.

ცხრა სტუდენტი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ბანაკიდან ჯერ ხონის, შემდეგ კი ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკის ექიმის თქმით, ახალგაზრდები მათთან გუშინ მძიმე მდგომარეობით შეიყვანეს, მათ დეზინტოქსიკაცია და საჭირო კვლევები ჩაუტარდათ.

ამ დროისთვის მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და კლინიკას, სავარაუდოდ, დღეს დატოვებენ.

არსებული ინფორმაციით, ხონში ბანაკი "თავისუფალმა უნივერსიტეტმა" მოაწყო.