ავტორი:

დადგენილია 20 წლის მირიან კუკავას სავარაუდო მკვლელის ვინაობა - საქმეზე დაკავებულია 7 პირი: რა ინფორმაციას ავრცლებს შსს

დადგენილია 20 წლის მირიან კუკავას სავარაუდო მკვლელის ვინაობა - საქმეზე დაკავებულია 7 პირი: რა ინფორმაციას ავრცლებს შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

"მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის 28 ივლისს ცხვარიჭამიაში მომხდარი, 2002 წელს დაბადებული მ.კ.-ს მკვლელობის ფაქტის გამოძიების ფარგლებში, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს.

პოლიციამ დაადგინა მკვლელობის ჩამდენი პირის ვინაობა. მიმდინარეობს აქტიური ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით.

განზრახ მკვლელობის, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 239-ე, 370-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს." - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, დანაშაული ცხვარიჭამიაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მირიან კუკავა მეგობრის სახლში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, რა დროსაც სუფრასთან ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აღნიშნული მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა, ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

მოკლული ახალგაზრდა ცნობილი ექიმის - ნინო ვაშაკიძის შვილია.

ასევე იხილეთ: