Wizz Air, მთელს მსოფლიოში კარგად ცნობილი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე, 2012 წელს შემოვიდა და მას შემდეგ, მრავალი მომხმარებლის გული დაიპყრო. ამის მიზეზი მარტივია - ავიაკომპანია ქართველ მოგზაურებს მრავალფეროვან, საინტერესო მიმართულებებსა და ხელმისაწვდომ ფასს სთავაზობს.
აღსანიშნავია, რომ Wizz Air საქართველოში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ოპერირებს. შესაბამისად, აეროპორტში წასასვლელად, დამატებით, Georgian Bus-ის ავტობუსის ბილეთების შეძენაც საჭიროა. თუმცა, ახლა, ეს პროცესი განსაკუთრებით მარტივია:
პირველად საქართველოში – Georgian Bus-ის სამგზავრო ბილეთების შეძენა PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებიდან, განსაკუთრებულ ფასადაა შესაძლებელი!
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი – თბილისი ან პირიქით – 15 ლარი (25 ლარის ნაცვლად)
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი – ბათუმი ან პირიქით – 15 ლარი (20 ლარის ნაცვლად)
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი – ქალაქი ქუთაისი ან პირიქით – 10 ლარი (15 ლარის ნაცვლად)
https://www.facebook.com/PayBoxTerminals/videos/1019506762078527
თუ აქამდე ჯერ არ გისარგებლია Wizz Air-ის მომსახურებით, მაგრამ, მოგზაურობაზე ფიქრობ, მაშინ დროა გაიგო, რა უნდა გაითვალისწინო ავიაბილეთების შეძენისას:
გაითვალისწინე, იმ შემთხვევაში, თუ დამატებით სერვისს, Wizz პრიორიტეტს აირჩევ, ავტომატურად შეიძენ რეგისტრირებულ ბარგსაც.
სულ ესაა, ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ!
(R)