ავტორი:

საკურიერო მიწოდება სერვის «მაქსიმში» მაქსიმალურად ხელსაყრელი, მოსახერხებელი და სწრაფია!

საკურიერო მიწოდება სერვის «მაქსიმში» მაქსიმალურად ხელსაყრელი, მოსახერხებელი და სწრაფია!

სერვის «მაქსიმის» მომხმარებლებს შეუძლიათ შეუკვეთონ დოკუმენტების, ამანათების და სხვადასხვა ნივთის საკურიერო მიწოდება. თბილისში მომსახურების ღირებულება 3,5 ლარიდან იწყება.

- კურიერების დახმარებით ადამიანები აგზავნიან ამანათებს, პირად ნივთებს, ითხოვენ კერძების მიტანას კაფეებიდან და რესტორნებიდან. ეს მომსახურება განსაკუთრებულად აქტუალური პანდემიის პერიოდში იყო და ახლაც მოთხოვნადი რჩება, რადგან მომხარებლებმა დააფასეს მისი უპირატესობები, - ამბობს სერვის «მაქსიმის» ხელმძღვანელი თბილისში თორნიკე კირკიტაძე.

აპლიკაციაში შეგიძლიათ მიუთითოთ საკურიერო მიწოდება კარიდან კარამდე, ასევე, «სურვილში შეკვეთაზე» შეგიძლიათ შეიყვანოთ დამატებითი ინფორმაცია, მაგალითად, კონკრეტულად რისი მიწოდებაა საჭირო.

საკურიერო შეკვეთების გაფორმება შესაძლებელია არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ სხვა ადამიანისთვისაც. ამისათვის სურვილებში უნდა მიუთითოთ მისი ტელეფონის ნომერი, რათა მან შეძლოს კურიერთან დაკავშირება და შეტყობინებების მიღება. აღნიშნული ოფცია გამოგადგებათ, მაგალითად, თუ გსურთ გამოიჩინოთ ყურადღება და გაუგზავნოთ საჭირო ნივთები თქვენს ახლობლებს ან თუ გინდათ გაუკეთოთ სიურპრიზი მეგობრებს.

შეკვეთის გაფორმება შესაძლებელია აპლიკაცია «მაქსიმში» taximaxim.ge/app/, საიტზე taximaxim.ge და ტელეფონით — 032 260 60 60.

დამატებითი ინფორმაცია

„მაქსიმმა“ საქართველოში მუშაობა 2014 წელს დაიწყო, პირველი ქალაქი კი თბილისი გახდა. სერვისმა მომხმარებლებს ტაქსის გამოძახების ინოვაციური ტექნოლოგიები შესთავაზა, რამაც ეს მომსახურება უფრო თანამედროვე, ხელმისაწვდომი და უსაფრთხო გახადა. ახლა, მგზავრობის გარდა, შეგიძლიათ შეუკვეთოთ სხვადასხვა ნივთის ყიდვა, მიტანა, ტვირთის გადაზიდვა, მტვირთავის მომსახურება, ხოლო რთულ სიტუაციაში ისარგებლოთ ძრავის ამუშავებისა და ბუქსირების მომსახურებით.

სერვისი ხელმისაწვდომია საქართველოს 10 ქალაქის მცხოვრებლებისა და სტუმრებისთვის. ეს ქალაქებია: თბილისი, რუსთავი, ბათუმი, გორი, ზესტაფონი, ზუგდიდი, ქობულეთი, ქუთაისი, ფოთი და სამტრედია. „მაქსიმი“ გააგრძელებს მომსახურების მიწოდების არეალის გაფართოებას. მალე სერვისი დაიწყებს მუშაობას ხაშურში, ახალციხესა და თელავში.

(R)