ავტორი:

კიევის სააპელაციო სასამართლომ რუს სამხედროს, სუმის ოლქში სამოქალაქო პირის მკვლელობისთვის გამოტანილი განაჩენი შეუცვალა

კიევის სააპელაციო სასამართლომ რუს სამხედროს, სუმის ოლქში სამოქალაქო პირის მკვლელობისთვის გამოტანილი განაჩენი შეუცვალა

კიევის სააპელაციო სასამართლომ რუს სამხედროს, ვადიმ შიშიმარინს სუმის ოლქში სამოქალაქო პირის მკვლელობისთვის გამოტანილი განაჩენი შეუცვალა. სააპელაციო სასამართლომ შიშიმარინს დანაშაულისთვის სამუდამო პატიმრობის ნაცვლად სასჯელის სახით 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

"კიევის სააპელაციო სასამართლომ რუს სამხედრო შიშიმარინს სასჯელი შეუცვალა: უვადო პატიმრობა 15 წლით თავისუფლების აღკვეთით შეიცვალა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რუსი სამხედრო, 21 წლის ვადიმ შიშიმარინი უკრაინის სასამართლომ 62 წლის სამოქალაქო პირის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.