ავტორი:

მილიონრები "ტიკტოკიდან" -  ვინ რამდენს და როგორი ვიდეოებით გამოიმუშავებს - ყველაზე მდიდარი "ტიკტოკერების" ხუთეული

მილიონრები "ტიკტოკიდან" -  ვინ რამდენს და როგორი ვიდეოებით გამოიმუშავებს - ყველაზე მდიდარი "ტიკტოკერების" ხუთეული

თუ ოდესმე გიფიქრიათ, რომელი "ტიკტოკერები" არიან ყველაზე პოპულარულები და რამდენი აქვთ მათ თითო პოსტიდან შემოსავალი, ამ კითხვაზე პასუხი უკვე გაცემულია. სოციალური მედიის დაგეგმვის საიტმა, opper HQ-მ, "ტიკტოკის" ყველაზე მდიდარი ინფლუენსერების სია შეადგინა. ამ ადამიანებს ერთ პატარა ვიდეოში, თავიანთი პროდუქციის რეკლამისთვის, ცნობილი ბრენდები ასიათასობით დოლარს უხდიან.

ვნახოთ ყველაზე მდიდარი "ტიკტოკერების" ხუთეული:

1. ჩარლი დამელიო

@charlidamelio dc @Spencer Wattenberg ♬ We Not Humping - Remix - Monaleo & Flo Milli

ჩარლი 18 წლის ამერიკელი ინფლუენსერია. იმისთვის, რომ დამელიომ თავისი 1 ვიდეო 143-მილიონ გამომწერს გაუზიაროს, სპონსორები 151.411$-ს იხდიან. ჩარლი დამელიოს ქონება 28.5 მილიონადაა შეფასებული.

ჩარლიმ ცეკვა 3 წლის ასაკიდან დაიწყო და "ტიკტოკზეც" სწორედ ცეკვის ნიჭის წყალობით გახდა პოპულარული. მისი შემოსავლის ძირითადი წყარო რეკლამაა. ის ისეთ ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა Invisalign, Morphe, Dunkin' Donuts და Hollister.

2. ქაბანე ლამე

ქაბის Tiktok-ის ინფლუენსერებს შორის ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავს, ყველაზე მდიდარ ტიკტოკერებში მეორე ადგილს იკავებს. სენეგალში დაბადებული კომიკოსის ერთი ვიდეო 131,999 აშშ დოლარს გამოიმუშავებს.

ქაბანე ლამეს ორიგინალური და სასაცილო სკეტჩები აქვს და სწორედ ამით მოიგო სოციალური მედიის მომხმარებლების გული.

3. ბელა პორჩი

@bellapoarch
Will this be a good karaoke song?🎤✨
♬ Living Hell by Bella Poarch - bella poarch

ბელას 90 მილიონი გამომწერი ჰყავს. ფილიპინელ-ამერიკელი ინფლუენსერის თითო პოსტი სპონსორებს 95,614 $ უჯდებათ.

4. ედისონ რეი

ედისონი ნეტფლიქსის" ფილმშიც კი გადაიღეს. მისი პოპულარობა "ტიკტოკით" დაიწყო. მომხიბვლელელ გოგონას 88 მილიონი გამომწერი ჰყავს. ედისონის ფეიჯზე ერთი სარეკლამო ვიდეო 93 253 დოლარი ღირს. მისი ქონება კი უკვე 21 მილიონს აღემატება ისეთი სპონსორების წყალობით, როგორიცაა American Eagle.

5. უილ სმიტი

@willsmith
Thanx for gettin’ me cute Fawn @dolcegabbana @cartier!!
♬ TikTokLooks - Данила

სმიტი ერთ-ერთია მცირეოდენ ვარსკვლავთაგან, რომლებიც "ტიკტოკზეც" წარმატებულები არიან. მა 72.3 მილიონი გამომწერი ჰყავს. იუმორისტულ ვიდეოებთან ერთად, სმიტის "ტიკტოკ" ანგარიშზე მსახიობის გლამურულ ცხოვრებასაც ადევნებენ მიმდევრები თვალს. თითო პოსტი ბრენდებისთვის 76.922 დოლარად ფასობს, მაგრამ სმიტის ქონება, რომელიც 429,063,000$-ია, რა თქმა უნდა, ჰოლივუდის დამსახურებაა.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა