ავტორი:

შსს-ს ვერტმფრენი, რომლითაც ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა, ჩამოვარდა

შსს-ს ვერტმფრენი, რომლითაც ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა, ჩამოვარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.

ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

"ვერტმფრენის ბორტზე ეკიპაჟის წევრების გარდა იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და მედიკოსები.

მომხდარის შესახებ ყველა დეტალი ზუსტდება და დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას მიაწვდის" - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, დღეს გუდაურში პარაპლანი კლდეს დაეჯახა. არსებული ინფორმაცით, შემთხვევის შედეგად რამდენიმე პირი დაშავდა.

ნახეთ ვიდეოკადრები ადგილიდან: