ავტორი:

ბათუმში კონკურსის „გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი“ გამარჯვებულების წარდგენა გაიმართება

ბათუმში კონკურსის „გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი“ გამარჯვებულების წარდგენა გაიმართება

ბათუმში კონკურსის „გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი“ გამარჯვებული ავტორების ლელა ცუცქირიძის, ვასო გულეურისა და თუთა ჯგუშიას წიგნების წარდგენა გაიმართება. ღონისძიება 11 აგვისტოს 19:00 საათზე ბიბლუსი გალერეაში დაიწყება.

გამარჯვებული ავტორები კონკურსის ფარგლებში კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა. პროექტის მიზანია საბავშვო ლიტერატურის პოპულარიზაცია და ახალი ქართველი ავტორების ხელშეწყობა. კონკურსს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მას 6 გამარჯვებული ჰყავს. ესენი გახლავთ: ლელა ცუცქირიძე - „ფისო ფიო-ფიო“, თუთა ჯგუშია - ლექსების კრებული, ვასო გულეური - „ამბები კატა-კოტოსი“, დავით ალთუნაშვილი - „უფარფლებო თევზი“, თამრი ფხაკაძე - „ბებე - მაწანწალების უფლისწული“ და ნინო მანძულაშვილი - „სახლი ტყის პირას“. სამი მათგანი კი საკუთარ წიგნს პატარა მკითხველს ბათუმში სპეციალურად მათთვის მოწყობილ საბავშვო დღესასწაულზე წარუდგენს.

პრეზენტაციაზე მისულ ბავშვებს საშუალება ექნებათ მათთვის საყვარელ ავტორებს კითხვები დაუსვან, გაესაუბრონ და სამახსოვრო ავტოგრაფებიც გამოართვან. მათ საჩუქრები გადაეცემათ „სანტეს“ საბავშვო ხაზისგან „ლოკო მოკო“. საჩუქარს მიიღებენ „ციცინათელას" გასართობი პარკისგანაც.

„ზოგადად, „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები“ საბავშვო აქტივობებში ჩართულობით ყოველთვის გამოირჩევა. ჩვენ გვაქვს საბავშვო ხაზი „ლოკო მოკო“, რომელიც ნედლი რძისგან უმაღლესი სტანდარტების დაცვით მზადდება. მის განვითარებას დიდ ყურადღებას ვაქცევთ. „ლოკო მოკოს“ სლოგანია „ღონიერი და გონიერი ბავშვებისთვის“. ამიტომ ყველა იმ აქტივობის მხარდამჭერი ვართ და ვიქნებით, რომელიც ღონიერი და გონიერი ბავშვების გაზრდას უწყობს ხელს. ამჯერად კი „გახდი საბავშვო ბესტსელერის“ გამარჯვებული ავტორების წიგნების წარდგენაზე ვიქნებით წარმოდგენილი და ბავშვებს გავახარებთ,“ - აცხადებენ „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტებში“.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

(R)