ავტორი:

თინათინ ბერიძის „მეორე შანსის“ პრეზენტაცია ბათუმში გაიმართება

თინათინ ბერიძის „მეორე შანსის“ პრეზენტაცია ბათუმში გაიმართება

თინათინ ბერიძის ახალი რომანის „მეორე შანსის“ პრეზენტაცია ბათუმში 12 აგვისტოს გაიმართება. ეს გახლავთ მკითხველისთვის უკვე კარგად ნაცნობი და საყვარელი წიგნის „მოპარულის სიყვარულის“ გაგრძელება.

„სიყვარული ზოგჯერ ან ყოველთვის სრულიად მოულოდნელად რომ დაატყდება ადამიანს თავს, ეს ყველამ იცის. არც ის არის ახალი, რომ სიძულვილიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯია, რომ გულს ვერ უბრძანებ და რომ დრო ყველაფერს კურნავს. მაგრამ რა ხდება. როცა დრო ვერ გიშუშებს იარებს, როცა წლების განმავლობაში შურისძიებისთვის ემზადები, როცა მრისხანება გაბრმავებს და ირჩევ მსხვერპლს?! ამაზე პასუხს ენჯი ახვლედიანისა და დემნა დადიანის დაუჯერებელი ამბიდან გაიგებთ“ - სწორედ ასეთია რომანი, რომლის პრეზენტაციაც ბათუმში გაიმართება.

თინათინ ბერიძე მკითხველმა სწორედ „მოპარული სიყვარულით“ გაიცნო. ის კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი“ 2019 წლის გამარჯვებულია. თინათინ ბერიძე „პალიტრა L-ის აღმოჩენა და დღე უკვე ახალგაზრდების საყვარელი ავტორია.

ახალი წიგნის წარდგენა და ავტორთან შეხვედრა 12 აგვისტოს 19:00 საათზე ბათუმის ბიბლუსი გალერეაში გაიმართება. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

(R)