ავტორი:

"პარაპლანების ფრენებთან დაკავშირებით სრული განუკითხაობაა, ადამიანების სიცოცხლეზეა აქ საუბარი, წახდა მართლა ეს ქვეყანა უპატრონობით" - ალეკო ელისაშვილი

"პარაპლანების ფრენებთან დაკავშირებით სრული განუკითხაობაა, ადამიანების სიცოცხლეზეა აქ საუბარი, წახდა მართლა ეს ქვეყანა უპატრონობით" - ალეკო ელისაშვილი

გუდაურში დღეს ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე პირი პარაპლანით ფრენისას კლდეს დაეჯახა და დაშავდა. მათ დასახმარებლად ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენით მაშველები მიდიოდნენ, თუმცა ვერტფმრენმა კატასტროფა განიცადა.

აღსანიშნავია, რომ პარაპლანით გადმოხტომისას ტრაგიკული შემთხვევა რამდენიმე კვირის წინაც მოხდა.

აღნიშნულ თემას პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალექსანდრე ელისაშვილი ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს, რომ გუდაურში პარაპლანების ფრენებთან დაკავშირებით სრული ქაოსი და განუკითხაობაა:

"გუდაურში პარაპლანების ფრენებთან დაკავშირებით არის სრული ქაოსი და განუკითხაობა. სწორედ ამის შედეგია, რომ ერთ თვეში უკვე მეორე უმძიმესი ინცინდენტი მოხდა.

სპორტის და ტურიზმის სამინისტრომ არქეოლოგების სამსახურიდან გაყრის ნაცვლად მართლა საქმე გააკეთოს და შეიმუშავოს ლიცენზიები და დააწესოს ყოველდღიური უმკაცრესი კონტროლი ფრენებზე. ადამიანების სიცოცხლეზეა აქ საუბარი და არა უბრალოდ ცაში ნარნარზე. ოდესმე გააკეთებენ სახელმწიფო სტრუქტურები რამეს ამ ქვეყანაში? წახდა მართლა ეს ქვეყანა უპატრონობით", - წერს ელისაშვილი.