ავტორი:

"ამორტიზირებული, საბჭოური წარმოების შვეულმფრენები როდის უნდა შეცვალოს შსს-მ? შავი ჯიპების ფული ხო აქვს მთავრობას?!" - ალეკო ელისაშვილი

"ამორტიზირებული, საბჭოური წარმოების შვეულმფრენები როდის უნდა შეცვალოს შსს-მ? შავი ჯიპების ფული ხო აქვს მთავრობას?!" - ალეკო ელისაშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით გუდაურში ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.

შსს-ს ცნობით, ამ ეტაპზე დაზუსტებული ინფორმაციით ცნობილია, რომ ვერტმფრენის ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა და ამ დროისთვის სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალექსანდრე ელისაშვილი მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება:

"საშინელი ტრაგედია მოხდა. ისევ უნდა ვთქვა მიზეზებზე და დავსვა კითხვები:1. რატომ არის პარაპლანებით ფრენებზე სრული განუკითხაობა? სანამ ასეთი ტრაგედიები არ მოხდება ყური არ უნდა შეიბერტყოს სახელმწიფომ?

2. სრულიად ამორტიზირებული, საბჭოური წარმოების სატრანსპორტო შვეულმფრენები როდის უნდა შეცვალოს შსს-მ? ასეთ მთაგორიან ქვეყანაში რატომ არ გვყავს არცერთი სამაშველო-სატრანსპორტო თანამედროვე შვეულმფრენი? შავი ჯიპების ფული ხო აქვს მთავრობას და ნორმალური სამაშველო შვეულმფრენის ფულს ვერ ვშოულობთ ხო?", - წერს ელისაშვილი.