ავტორი:

"ამ მძიმე წუთებში გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს" - პრემიერი გუდაურში მომხდარ ტრაგედიაზე

"ამ მძიმე წუთებში გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს" - პრემიერი გუდაურში მომხდარ ტრაგედიაზე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუდაურში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ 30 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდება.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გუდაურში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ეკიპაჟის წევრების, მაშველებისა და ექიმების დაღუპვის გამო.

ამ მძიმე წუთებში გულწრფელ სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს,

შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას, მთელ ჩვენს საზოგადოებას.მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდება", - ნათქვამია ღარიბაშვილის განცხადებაში.