გუდაურში დღეს უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. ჩამოვარდა ვერტმფრენი, სადაც პარაპლანით ფრენისას ჩამოვარდნილთა დასახმარებლად წასული მაშველები და ეკიპაჟის სხვა წევრები იმყოფებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბორტზე სულ 8 ადამიანი იყო. მათ შორის, ეკიპაჟის 4 წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი.
შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი გარდაიცვალა.
"ძალიან მიჭირს ამ პოსტის დაწერა როცა ვიაზრებ, რომ რამოდენიმე საათის წინ ერთად ვიყავით ბაზაზე... მთელი გულით ვუსამძიმრებ გარდაცვლილების ოჯახებს. კახა ტორჩინავა და გიორგი მარგიანი საუკეთესო მაშველები და ვაჟკაცობის ეტალონები იყვნენ.
ვამაყობ ძმებო თქვენს გვერდით ნამუშევარი ყოველი წუთით. ღმერთმა გაანათლოს თქვენი კეთილი სულები მეხანძრე მაშველი გმირია!!!" - წერს "ფეისბუქში" გიორგი კუჭუხიძე.