ავტორი:

გუდაურში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, დღეს "ქართული ოცნების” ლიდერების რეგიონალური შეხვედრა გაუქმდა

გუდაურში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, დღეს "ქართული ოცნების” ლიდერების რეგიონალური შეხვედრა გაუქმდა

გუდაურში, 29 ივლისს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, დღეს "ქართული ოცნების” ლიდერების რეგიონული შეხვედრა და დაგეგმილი ღონისძიებები რუსთავში, პარტიის ქვემო ქართლის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, მუნიციპალიტეტის მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან, გაუქმდა და მოგვიანებით გაიმართება.

ინფორმაციისთვის, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას ჩამოვარდნილი ორი პირის სამაშველო ოპერაციაში მონაწილე სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. დაიღუპა ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე პირი, რომელთა შორის ეკიპაჟის 4 წევრი, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსია. ამასთან გარდაცვლილია უცხოელი პარაპლანისტიც. პარაპლანზე მყოფი საქართველოს მოქალაქე კი, რომელიც დაშავდა, კლინიკაში გადაიყვანეს.