ავტორი:

მოქალაქე ამბობს, რომ მისი ავტომობილის საბარგულში რუსული სანომრე ნიშნები იპოვა - "რუსულ გაზეთში იყო შეხვეული... ფაქტია, რომ ჩადებულია"

მოქალაქე ამბობს, რომ მისი ავტომობილის საბარგულში რუსული სანომრე ნიშნები იპოვა - "რუსულ გაზეთში იყო შეხვეული... ფაქტია, რომ ჩადებულია"

მოქალაქე გიორგი ჩიბოშვილი ამბობს, რომ მისი კუთვნილი ავტომობილის საბარგულში მანქანის რუსული სანომრე ნიშნები იპოვა. აღნიშნულის შესახებ ფოტო და ვიდეომასალას ის სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, სანომრე ნიშნები რუსულ გაზეთში იყო შეხვეული. როგორც ირკვევა, ადგილზე გამოიძახეს საპატრულო პოლიციაც.

"დღეს სახლიდან გამოვდიოდი და შევამჩნიე, რომ მანქანის საბურავი დაშვებული იყო, ლოგიკურად საბარგულისკენ წავედი დანგრატის საძებნელად და ჰოი, საოცრებავ....

უკან საბარგულში ვპოულობ ამას და ჯერ ვერანაირად ვერ ვხვდები, რა უნდა ამ ყველაფერს ჩემი მანქანის უკანა საბარგულში.... მსგავსი არაფერი არასდროს მდებია... მე არ ვიცი, მე არ ჩამიდია ფაქტია და ისიც ფაქტია, რომ ჩადებულია და არა დარჩენილი ან რაიმე მსგავსი", - წერს ჩიბოშვილი.