ავტორი:

"ჩემს წინ კოლონა მიდიოდა, სხვა გზა არ მქონდა დავამუხრუჭე და გადავვარდი" - რას ჰყვება ტრაილერის მძღოლი, რომელიც მდინარე სუფსაში გადავარდა

"ჩემს წინ კოლონა მიდიოდა, სხვა გზა არ მქონდა დავამუხრუჭე და გადავვარდი" - რას ჰყვება ტრაილერის მძღოლი, რომელიც მდინარე სუფსაში გადავარდა

მდინარე სუფსაში ხიდიდან ტრაილერი გადავარდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, მძღოლმა გამოცურვა შეძლო.

როგორც მძღოლი აცხადებს, მან მანქანიდან მდინარეში გადახტომა მოასწრო. მისივე თქმით, იგი წყლიდან მაშველებმა ამოიყვანეს.

"ჩემს წინ ავტომანქანების კოლონა მიდიოდა, სხვა გზა არ მქონდა დავამუხრუჭე და გადავვარდი. მაშველებმა გამომიყვანეს, როგორც კი გადავვარდი, სამაშველო სამსახურიც მაშინვე მოვიდა, არ დაუგვიანიათ. წყალი არც ისე ღრმა იყო. მანქანის ამოყვანა ჯერ ვერ მოხერხდება“, - განაცხადა ტრაილერის მძღოლმა ალექსი მაისურაძემ.

ნახეთ ვიდეო: