ავტორი:

"ის დაბეჯითებით ამბობს, რომ ქართული პოლიტიკიდან წავიდა" - ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე მიხეილ სააკაშვილის შესახებ

"ის დაბეჯითებით ამბობს, რომ ქართული პოლიტიკიდან წავიდა" - ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე მიხეილ სააკაშვილის შესახებ

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, სააკაშვილი დაბეჯითებით აცხადებს, რომ ემიჯნება ქართულ პოლიტიკას.

ხაჭაპურიძე აღნიშნავს, რომ ყოველივე სააკაშვილთან შეთანხმებით ახმოვანებს.

"ის დაბეჯითებით ამბობს, რომ ქართული პოლიტიკიდან წავიდა. წავიდა ასევე, მისი პარტიიდან და ქართულ პოლიტიკასთან არ უნდა ჰქონდეს რაიმე საქმე.

"ნაციონალურ მოძრაობას" შეუძლია, 29 დეუტატივე შევიდეს ცალ-ცალკე და დაელაპარაკონ, ან შექმნან დელეგაცია, ჯგუფი და შევიდნენ და შეეკითხონ სააკაშვილს, დააზუსტონ მისი პოზიცია. ამას ვერ დამალავ, ტყუილიც რატომ უნდა ვთქვა?!", - ამბობს ხაჭაპურიძე.