ავტორი:

მიკოლაივის დაბომბვისას უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის მფლობელი და მისი მეუღლე დაიღუპნენ

მიკოლაივის დაბომბვისას უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის მფლობელი და მისი მეუღლე დაიღუპნენ

ერთ-ერთი უმსხვილესი უკრაინული სასოფლო-სამეურნეო კომპანიის „ნიბულონ“-ის დამფუძნებელი და მფლობელი, ალექსი ვადატურსკი და მისი მეუღლე რუსეთის მიერ მიკოლაივის რეგიონის დაბომბვის შედეგად დაიღუპნენ.

ინფორმაციას ადგილობრივი გუბერნატორი ვიტალი კიმი ავრცელებს.

მისივე განცხადებით, წყვილი ქალაქ მიკოლაივში, საკუთარ სახლში ემსხვერპლა რუსულ იერიშს.

მედიის ცნობით, „ნიბულონი“, რომლის სათაო ოფისიც მიკოლაივში მდებარეობს, ხორბლის, ქერისა და მარცვლეულის წარმოებასა და ექსპორტზეა სპეციალიზირებული. მას საკუთარი ფლოტი და გემთსაშენი ქარხანა აქვს.

მიკოლაივის მერმა, ალექსანდრე სენკევიჩმა განაცხადა, რომ ქალაქზე ღამით რუსმა აგრესორებმა ძლიერი დარტყმები განახორციელეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა. ამასთან, საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტედ პრესის“ ცნობით, რუსული დაბომბვის შედეგად, მიკოლაივში სასტუმროსა და სკოლის შენობები დაზიანდა.