ავტორი:

"ყველაფერი ისეა, როგორც ედუჩიმ თქვა.... ბევრს საქმე გაუმარტივა. აღარ დასჭირდებათ დათვლა, ცოტა მეტჯერ ხომ არ ახსენეს" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილზე

"ყველაფერი ისეა, როგორც ედუჩიმ თქვა.... ბევრს საქმე გაუმარტივა. აღარ დასჭირდებათ დათვლა, ცოტა მეტჯერ ხომ არ ახსენეს" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი მიხეილ სააკაშვილზე

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ სააკაშვილი "აღარ არის "ნაციონალური მოძრაობა" და ქართული პოლიტიკა."

"სინამდვილეში როგორ არის?!

მიშა არ აკეთებს განცხადებებს ქართული ოცნებისთვის და ეს, ყველაზე კარგად იცის ნაციონალური მოძრაობის ყველა ლიდერმა.ყველაფერი ისეა, როგორც ედუჩიმ თქვა.

ბევრი მიზეზის გამო (რაზეც ცოტა მერე საჯაროდაც ვისაუბრებ) მიშა აღარ არის არც ნაციონალური მოძრაობა და არც ქართული პოლიტიკა.

ბევრს, საქმე გაუმარტივა. აღარ დასჭირდებათ დათვლა, ცოტა მეტჯერ ხომ არ ახსენეს, სადაც არ უნდა იყოს, დიდხანს იცოცხლოს!", - აღნიშნავს, ჟორჟოლიანი.

ინფორმაციისთვის, რამდენიმე დღის წინ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოსთან მიმართებაში პოლიტიკური გეგმები არ გააჩნია.

  • ამასთანავე, სააკაშვილის ვაჟმა ედუარდ სააკაშვილმა თქვა, რომ მისი აზრით, მნიშვნელოვანია, დეპოლიტიზდეს სააკაშვილის საკითხი და ამისთვის საჭირო არის, რომ მისი როლი პოლიტიკაში გადაიხედოს.

"ჩემი აზრით, საჭიროა, რომ მისი ჯანმრთელობის საკითხი იყოს ნაკლებად პოლიტიკური, რაღაც კონსესუსი რომ შეიქმნას საზოგადოებაში, რომ ის იმსახურებს ღირსეულ ჯანდაცვას, მკურნალობას და ა.შ. და მას უნდა ჰქონდეს წვდომა ამაზე. მნიშვნელოვანია, რომ დეპოლიტიზდეს მისი საკითხი და ამისთვის საჭირო არის, რომ მისი როლი პოლიტიკაში გადაიხედოს.

მე ერთი კვირაა საქართველოში ვარ ჩამოსული, ოჯახის სანახავად, მამაჩემის სანახავად. ცოტა ვიმოგზაურეთ ერთად მე და დედაჩემმა საქართველოს გარშემო. ხალხი გვხვდება ქუჩაში და თუ მცნობენ, მეკითხებიან, მიშა როგორ არის და უფრო მეტი ინტერესი ფართო საზოგადობაში არის მამაჩემის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

ადამიანების ტონში ვამჩნევ, რომ ბევრი მათგანისთვის მამაჩემი არ არის მომავლის ლიდერი. ისინი მასზე არ მეკითხებიან როგორც - მოდი, მიშა გამოვიდეს და გადაგვარჩინოს და ა.შ. რა თქმა უნდა, არის ბევრი ადამიანი, რომელიც ასე ფიქრობს და ასე უყურებს, მაგრამ არის ასევე ბევრი ადამიანი და შესაძლოა უფრო დიდი ნაწილი, რომლებიც აფასებენ მის როლს საქართველოს უახლეს ისტორიაში და უბრალოდ, უნდათ მისთვის კარგი, ნერვიულობენ მასზე, როგორც ადამიანზე. ხშირად ეს ადამიანები, არც "ნაციონალური მოძრაობისა“ და არც მიშას ამომრჩევლები არ არიან“, - ამბობს ედუარდ სააკაშვილი.