ავტორი:

რუსებმა სუმის რეგიონი დაბომბეს

რუსებმა სუმის რეგიონი დაბომბეს

სუმის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ დმიტრო ჟივიცკის ინფორმაციით, სუმის რეგიონის სოფელი მიროპილია დღეს დილით რუსულმა ძალებმა დაბომბეს.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„რუსები სუმის რეგიონში სასაფლაოების განადგურებას აგრძელებენ. დღეს მიროპილია მტრის ცეცხლის ქვეშ მოექცა. დილის დაბომბვის დეტალები ასეთია: რუსებმა სოფლის საცხოვრებელ უბნებს დილის 05:30 საათზე ცეცხლი გაუხსნეს. ადგილობრივ სასაფლაოზე 10-ზე მეტი საფლავი მთლიანად განადგურდა“, - წერს ჟივიცკი.

ჟივიცკის თქმით, რამდენიმე ქუჩაზე ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა.