ავტორი:

"უკრაინა ყოველ მორიგ თვეს ფეხზე დგას და უკვე ვიცი, რომ ის გადარჩება" - პოლონეთის პრემიერი

"უკრაინა ყოველ მორიგ თვეს ფეხზე დგას და უკვე ვიცი, რომ ის გადარჩება" - პოლონეთის პრემიერი

უკრაინა გადარჩება კრემლის მიერ წარმოებულ სრულმასშტაბიან დაპყრობით ომში, მაშინაც კი თუ რუსეთი შეძლებს უკრაინის ტერიტორიის რაღაც ნაწილის ჩაყლაპვას,- ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი ვერ შეძლებს უკრაინის განადგურებას.

"ვინც არ ერთვება ბრძოლაში, ის თავშივე მარცხდება. ის, ვინც ერთვება ბრძოლაში, საკუთარ თავს გადარჩენის შანსს აძლევს და ეს დიდი ალბათობით, ომის გაკვეთილია უკრაინის წინააღმდეგ“, - განაცხადა პოლონეთის პრემიერმა.

პოლონეთის მთავრობის მეთაურის განცხადებით, 24 თებერვალს წინააღმდეგობა და ბრძოლა სრულიად უაზროდ ჩანდა, მოლოდინი იყო, რომ უკრაინა უნდა დაცემულიყო რამდენიმე დღეში, რადგან ყოფილი იმპერიის წინააღმდეგ მას არავინ აძლევდა გადარჩენის შანსს.

"ამის მიუხედავად, უკრაინა ყოველ მორიგ თვეს ფეხზე დგას და მიუხედავად იმისა, რომ ომის შედეგები ჯერ ცნობილი ვერ იქნება, მე უკვე ვიცი, რომ უკრაინა გადარჩება. უკრაინელი ხალხი ახლიდან დაიბადა ამ ომის წყალობით, იპოვა რწმენა საკუთარ თავში, რომელიც არ ჰქონდა, შესაძლოა, არასდროს, იპოვა საკუთარ თავში იმედი და გამბედაობა და ყველაზე მეტად საკუთარ თავს დაუმტკიცა, რომ ნებისყოფას შეუძლია ისტორიის განაჩენი შეაჩეროს“,- განაცხადა მორავეცკიმ.