ავტორი:

6-დღიანი ძებნის შემდეგ დაკარგული 12 და 13 წლის გოგონები იპოვეს

6-დღიანი ძებნის შემდეგ დაკარგული 12 და 13 წლის გოგონები იპოვეს

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 6-დღიანი ძებნის შემდეგ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანში დაკარგული 12 და 13 წლის გოგოები თბილისში იპოვეს. ინფორმაცია AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

გოგონების დაკარგვის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. როგორც ახლობლები ამბობდნენ, ლანა ლუკიანოვა და სვეტა ქსოვრელი მაღაზიაში წავიდნენ და სახლში აღარ დაბრუნებულან.