ავტორი:

"ნიკანორ მელიამ გათქვა ტაქტიკა, რომელიც  აქვთ სააკაშვილის ადვოკატებს - საინტერესოა, რატომ გათქვა ეს საიდუმლოება" - კობახიძე

"ნიკანორ მელიამ გათქვა ტაქტიკა, რომელიც  აქვთ სააკაშვილის ადვოკატებს - საინტერესოა, რატომ გათქვა ეს საიდუმლოება" - კობახიძე

მარტივი ტაქტიკური მანევრი, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია.

როგორც კობახიძე განმარტავს, აღნიშნული საიდუმლო ნიკა მელიამ გასცა.

"ნაცმოძრაობის“ ფორმალურმა თავმჯდომარემ, ნიკანორ მელიამ გათქვა რეალურად ტაქტიკა, რომელიც რეალურად აქვთ სააკაშვილის ადვოკატებს, ისინი საუბრობენ იმაზე, რომ სააკაშვილს აღარ სურს ქართული პოლიტიკა, აღარც საუბრობს ამაზე - არის მარტივი ტაქტიკური მანევრი, რაც გასაგებია ადვოკატების მხრიდან. საინტერესო ის არის, რატომ გათქვა ეს საიდუმლოება ფორმალურმა თავმჯდომარემ ნიკანორ მელიამ, ეს მეტყველებს იმაზე, რომ პარტიის შიგნით არის ძალიან სერიოზული განხეთქილება და რეალურად პოლარიზაცია არის „ნაცმოძრაობის“ შიგნით“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება კითხვას, სააკაშვილის სხვა ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით, კობახიძე პასუხობს, რომ „საზოგადოება ამ თემებმა დაღალა“.

„საზოგადოება დაიღალა ამ ყველაფერზე საუბრით, საქართველოში არის 9 500 პატიმარი, 9 500 პატიმარი იხდის სასჯელს და ანალოგიური მიდგომა უნდა იყოს ნებისმიერი პატიმრის მიმართ. საზოგადოება დაღალეს უკვე ამ უაზრო საუბრით“, - განაცხადა კობახიძემ.