ავტორი:

"ბოლო 6 თვის განმავლობაში, საქართველოში შემოსული რუსების რაოდენობა მოსახლეობის 7%-ზე ნაკლებია" - ირაკლი კობახიძე

"ბოლო 6 თვის განმავლობაში, საქართველოში შემოსული რუსების რაოდენობა მოსახლეობის 7%-ზე ნაკლებია" - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბოლო 6 თვის განმავლობაში, საქართველოში შემოსული რუსების რაოდენობა მოსახლეობის 7%-ზე ნაკლებია.

მან ჟურნალისტის კითხვაზე, რომ საქართველოში ძალიან ბევრი რუსი შემოდის და რომ ეს შეიძლება მოსახლეობის 10%-ს შეადგენდეს, კობახიძე ასე პასუხობს:

"ახლა გაჩვენებთ, თუ რა დონის ტყუილებს ავრცელებს თქვენი ტელევიზია. თქვენმა ტელევიზიამ გაავრცელა ეს ყველაფერი, თქვეს, რომ 10% არიან რუსეთის მოქალაქეები დღეს საქართველოში. მთლიანად რომ ავიღოთ, შემოსვლის მაჩვენებელი ამ 6 თვის განმავლობაში, მერე ხომ გადიან და ნაშთი რჩება ამის მეათედი, შემოსვლის მაჩვენებელიც რომ ავიღოთ, არის სულ მოსახლეობის 7%-ზე ნაკლები, მხოლოდ შემოსვლის და ნაშთი რომ აიღოთ, 1%-ც შეიძლება არ იყოს, ამბობთ 10%-ს და ასე იქმნება მარტივად "ფეიკები“ და ეს არის მარტივი ტყუილი, რომელსაც სამწუხაროდ, თქვენი ტელევიზია ავრცელებს“, - განაცხადა კობახიძემ ერთ-ერთი მედიასაშუალების ჟურნალისტს.