ავტორი:

"ეს ლეკვები დიღომში ვიპოვეთ" - აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ოთხფეხა მეგობრებთან ერთად

"ეს ლეკვები დიღომში ვიპოვეთ" - აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ოთხფეხა მეგობრებთან ერთად

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს, სადაც ელჩი კელი დეგნანი ოთხფეხა მეგობრებთან ერთადაა აღბეჭდილი.

გამოქვეყნებულ ინფორმაციაში კი წერია, რომ ლეკვები დიღომში იპოვეს და მათ საელჩოს თანამშრომლები მოსიყვარულე ოჯახს მოუძებნიან.

"ეს ლეკვები დიღომში ვიპოვეთ, საელჩოს თანამშრომლებმა ისინი შეიფარეს, მათზე იზრუნებენ და მოსიყვარულე ოჯახს მოუძებნიან", - წერს აშშ-ის საელჩო.