ავტორი:

დიმიტრი მედვედევის სახელით გამოქვეყნდა პოსტი საქართველოზე, რომელიც მალევე წაშალეს - მისი ასისტენტის თქმით, მედვედევის გვერდი გატეხეს

დიმიტრი მედვედევის სახელით გამოქვეყნდა პოსტი საქართველოზე, რომელიც მალევე წაშალეს - მისი ასისტენტის თქმით, მედვედევის გვერდი გატეხეს

ბოლო დროს, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის ექსპრეზიდენტმა და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის ამჟამინდელმა მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა "აიწყვიტა" და ხშირად აკეთებს ზღვარგადასულ განცხადებებს უკრაინის თუ ნატოს წინააღმდეგ. ამჯერად მის ВКонтакте-ს გვერდზე, საქართველოზე პოსტი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც თურმე 1801 წლამდე საქართველო, როგორც ქვეყანა არ არსებობდა და დღევანდელი საზღვრებით მხოლოდ რუსეთის იმპერიის ფარგლებში გაჩნდა. ხოლო "ჩრდილოეთი და სამხრეთი ოსეთი, აფხაზეთი და საქართველოს დარჩენილი ტერიტორია უნდა გაერთიანდნენ რუსეთთან ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში“.

პოსტში ასევე ეწერა, რომ ყაზახეთი "ხელოვნური სახელმწიფოა“ და რეალურად რუსეთის ყოფილი ტერიტორიაა, სადაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი დაასახლა, რაც "რუსების გენოციდია“ და "ვიდრე იქ რუსები არ მივლენ, წესრიგი არ იქნება“.

ამ ეტაპზე მედვედევის გვერდზე მსგავსი შინაარსის პოსტი აღარ იძებნება, მაგრამ "სქრინშოტი“ თავის ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა რუსმა ჟურნალისტმა ქსენია სობჩაკმა. სობჩაკი წერს, რომ 10 წუთის შემდეგ, პოსტი წაიშალა. მისი ვარაუდით, მედვედევის გვერდი გატეხეს.

მოგვიანებით რუსულ მედიაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ დიმიტრი მედვედევის გვერდი სოციალურ ქსელ „VKontakte“-ში გატეხეს და გამოაქვეყნეს განცხადებები, რომლებიც პოლიტიკოსს რეალურად არ გაუკეთებია. ამის შესახებ ჟურნალისტებს მედვედევის ასისტენტმა ოლეგ ოსიპოვმა განუცხადა.

მისი თქმით, "ვკონტაკტეზე“ ბოლო პოსტი, რომელიც რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ გამოაქვეყნა, რუსეთის საზღვაო ძალების დღის აღნიშვნას შეეხებოდა.

სოციალურ ქსელში პოლიტიკოსის გვერდის ჰაკერებს უკვე ეძებენ, განაცხადა მედვედევის თანაშემწემ.

<script async src="https://telegram.org/js/telegram-widget.js?19" data-telegram-post="bloodysx/21272" data-width="100%"></script>