ავტორი:

პრეზიდენტი, პრემიერი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები გუდაურში ტრაგიკულად გარდაცვლილთა პანაშვიდზე მივიდნენ

პრეზიდენტი, პრემიერი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები გუდაურში ტრაგიკულად გარდაცვლილთა პანაშვიდზე მივიდნენ

გუდაურში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის მოსახსენიებელ სამოქალაქო პანაშვიდზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, თბილისის მერი კახა კალაძე და სხვა პოლიტიკოსები მივიდნენ.

სამების საკათედრო ტაძარში, გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი დილიდან მიმდინარეობს. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, ასევე რიგითი მოქალაქეებიც იმყოფებიან. მათ დაღუპულები გაიხსენეს და აღნიშნეს, რომ თითოეული მათგანი გმირია.

გარდაცვლილებს 14:00 საათზე სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ და თავიანთ საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.