ავტორი:

მფრინავებმა, მაშველებმა, მედიკოსებმა, ქვეყნის პირველმა პირებმა და რიგითმა მოქალაქეებმა გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპულები უკანასკნელ გზაზე გააცილეს

მფრინავებმა, მაშველებმა, მედიკოსებმა, ქვეყნის პირველმა პირებმა და რიგითმა მოქალაქეებმა გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპულები უკანასკნელ გზაზე გააცილეს

დღეს ახლობლებმა, კოლეგებმა, ხელისუფლების თუ ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რიგითმა მოქალაქეებმა უკანასკნელ გზაზე გააცილეს გუდაურში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული 8 ადამიანი - ეკიპაჟის წევრები: ზაზა ლორია, ანდრო ქუჯოშვილი, ლევან ჩოხელი, დიმიტრი ქააძე; შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები: გიორგი მარგიანი და კახა ტორჩინავა; ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმები: ქეთევან გულაღაშვილი და გიორგი ვენეცკი.

ისინი პარაპლანით ფრენის დროს, კლდოვან ფერდობზე ჩავარდნილი 2 პირის გადარჩენას ცდილობდნენ, რა დროსაც ეს კატასტროფა მოხდა.

სხვის გადარჩენად თავშეწირულთა ცხედარი სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს.

მათ ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა და პოლიტიკოსებმა. ასევე, დაღუპულებს პატივი მიაგეს შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა.

მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სრულიად-საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამძიმრის წერილი გაავრცელა. ამასთან, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დაღუპულები მედლით დაჯილდოვდებიან.

შეგახსენებთ, რომ გუდაურში სამაშველო ოპერაციისას ვერტმფრენი ჩამოვარდა, რასაც ბორტზე მყოფი რვავე პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე ემოციური იყო კოლეგების გამოთხოვება, მფრინავები, მაშველები, მედიკოსები დაემშვიდობნენ საკუთარი საქმის დიდ პროფესიონალებს, უბრალოდ კარგ ადამიანებს და მეგობრებს.

ambebi ge კიდევ ერთხელ გამოთქვამს ღრმა მწუხარებას მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს და მთელ ქვეყანას.