ავტორი:

ხარკოვსა და მიკოლაევში აფეთქებები მოხდა

ხარკოვსა და მიკოლაევში აფეთქებები მოხდა

მიკოლაევის მერ ალექსანდრ სენკევიჩის განცხადებით, ქალაქში ძლიერი აფეთქებები მოხდა. მისი თქმით, აფეთქებების სერიის ხმა დილის ხუთ საათზე გაისმა.

აფეთქებების შედეგად ხანძარი გაჩნდა ქალაქის ერთ-ერთ უბანში. სამაშველო სამსახურებმა შენობიდან მაცხოვრებლები გამოიყვანეს.

აფეთქებები იყო ხარკოვშიც.

ხარკოვის მერ იგორ ტერეხოვის განცხადებით, რუსმა აგრესორებმა გასული ღამის განმავლობაში ხარკოვის მიმართულებით რაკეტები ისროლეს. მისი თქმით, ავიაიერიშები ადგილობრივი დროით დილით ოთხ საათზე მოხდა.

ტერეხოვმა ასევე აღნიშნა, რომ ერთი რაკეტა ქალაქის ხოლოდნოგორსკის რაიონში ჩამოვარდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მეორე რაკეტა ნოვობავარსკის რაიონში ჩამოვარდა. ტერეხოვის თქმით, აფეთქებამ ერთ-ერთი შენობის ჩამონგრევა გამოიწვია.