ავტორი:

ბათუმის „ბიბლუსი გალერეაში“ თანამედროვე ქართველ ავტორებთან ნიკოლოზ ტოტოღაშვილთან და ნათია ჯაგოდნიშვილთან შეხვედრა გაიმართება

ბათუმის „ბიბლუსი გალერეაში“ თანამედროვე ქართველ ავტორებთან ნიკოლოზ ტოტოღაშვილთან და ნათია ჯაგოდნიშვილთან შეხვედრა გაიმართება

14 აგვისტოს ბათუმის „ბიბლუსი გალერეა“ თანამედროვე ქართველ ავტორებთან შეხვედრას მასპინძლობს. შეხვედრაზე ნიკოლოზ ტოტოღაშვილი ისაუბრებს თავის დეტექტივზე - „ასტრალის სული“ და მკითხველს მისი დაწერის ისტორიასა და პერსონაჟებზე უამბობს, ხოლო ნათია ჯაგოდნიშვილი თავის რომანზე - „შეცდომა“, რომელიც ცხოვრებისეულ ისტორიაზეა აგებული.

ნიკოლოზ ტოტოღაშვილი „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018-ის“ გამარჯვებულია. მის შემდეგ ნამუშევრებს კი ქართველი მკითხველი უკვე კარგად იცნობს: „მე ვარ ნეონი“, „შავი ფურცელი“ და „შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა“.

ამავე წლის კონკურსის კიდევ ერთი გამარჯვებული ნათია ჯაგოდნიშვილი პოპულარული გახდა რომანით „ცდუნება“, მისი მეორე რომანი კი წიგნის მაღაზიათა თაროებზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა.

შეხვედრაზე მკითხველს ასევე საშუალება ექნება, გაეცნოს გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ პოპულარული ლიტერატურული კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორის“ გამარჯვებულების ახალ წიგნებს და ისარგებლოს სპეციალური აქციებით.

ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება. მისამართი: ბათუმი, „ბიბლუსი გალერეა“, (აბაშიძის და ვაჟა-ფშაველას კვეთა). დასწრება თავისუფალია.

R