ავტორი:

სერგეი ლავროვის განცხადებით, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტი ვაშინგტონის მხრიდან ჩინეთის გაღიზიანების მიზანმიმართული მცდელობაა

სერგეი ლავროვის განცხადებით, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტი ვაშინგტონის მხრიდან ჩინეთის გაღიზიანების მიზანმიმართული მცდელობაა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის თქმით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტი ვაშინგტონის მხრიდან მიზანმიმართული მცდელობაა, რომ ჩინეთი გააღიზიანოს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

"ასეთი მოულოდნელი გაღიზიანების წარმოქმნისთვის, მე მიზეზს ვერ ვხედავ, რადგან კარგად ვიცი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისთვის ეს რას ნიშნავს“, - განაცხადა ლავროვმა.

ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი 2 აგვისტოს ტაივანს ეწვია. აღნიშნულ ვიზიტს პეკინის მხრიდან, ტაივანთან არსებული კონფლიქტის ფონზე, მწვავე რეაქცია მოჰყვა.