ავტორი:

"ამომრჩევლების წართმევის თვალსაზრისით "ქართულ ოცნებას“ პრობლემა არ შეექმნება" - კახა კალაძე უმრავლესობიდან წასული დეპუტატების მიერ პარტიის შესაძლო ფორმირებაზე

"ამომრჩევლების წართმევის თვალსაზრისით "ქართულ ოცნებას“ პრობლემა არ შეექმნება" - კახა კალაძე უმრავლესობიდან წასული დეპუტატების მიერ პარტიის შესაძლო ფორმირებაზე

"ქართულ ოცნებას“ ჰყავს მხარდამჭერები, ადამიანები, ვინც იზიარებს იმ მშვიდობის პოლიტიკას, რომელსაც დღეს ხელისუფლება ატარებს. შესაბამისად, მგონია, რომ ამომრჩევლის წართმევის თვალსაზრისით "ქართულ ოცნებას“ პრობლემა არ ექნება, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, "ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები წაართმევენ თუ არა ხმებს მმართველ გუნდს, თუ ისინი ახალ პოლიტიკურ პარტიას შექმნიან.

მისი თქმით, "ქართულ ოცნებას“ ერთგული ამომრჩეველი ჰყავს.

"ყველა პოლიტიკოსი თავის გადაწყვეტილებას იღებს, რა უნდა გააკეთოს ცხოვრების შემდეგ ეტაპზე. შესაბამისად, მე გამიჭირდება საუბარი მათ გადაწყვეტილებაზე. "ქართულ ოცნებას“ ჰყავს ერთგული ამომრჩეველი. "ქართულ ოცნებას“ ჰყავს მხარდამჭერები, ადამიანები, ვინც იზიარებს იმ მშვიდობის პოლიტიკას, რომელსაც დღეს ხელისუფლება ატარებს. შესაბამისად, მგონია, რომ ამომრჩევლის წართმევის თვალსაზრისით "ქართულ ოცნებას“ პრობლემა არ ექნება.

იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ამ დეპუტატების მხრიდან იყო გაკეთებული, მოჰყვა ახსნა-განმარტება, თუ რატომ გადადგეს ეს ნაბიჯი და მოჰყვა ასევე განმარტება, თუ გარკვეულ საკითხებში რატომ დაუჭერენ მხარს მმართველ გუნდს. შესაბამისად, ყველაფერი ცხადი და ნათელია“, - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, უმრავლესობიდან გასული დეპუტატის, სოზარ სუბარის განცხადებით, მიიღეს გადაწყვეტილება, დააფუძნონ საზოგადოებრივი მოძრაობა - "ხალხის ძალა“. მისივე თქმით, თუ დაინახავენ, რომ ხელისუფლება ომთან დაკავშირებულ წნეხს ვეღარ უძლებს, არ გამორიცხავენ, რომ მოძრაობა პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნან.