ავტორი:

ბათუმში, მუნიციპალურ ავტობუსს სატვირთო ავტომობილი დაეჯახა, 6 ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი

ბათუმში, მუნიციპალურ ავტობუსს სატვირთო ავტომობილი დაეჯახა, 6 ადამიანი კლინიკაშია გადაყვანილი

ბათუმში, თამარის დასახლებაში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, მუნიციპალურ ავტობუსს სატვირთო ავტომობილი დაეჯახა.

როგორც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში "ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ავარიის შედეგად ექვსი ადამიანი ზედაპირული ტრავმებით კლინიკა "მედალფაში“ გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.