ავტორი:

"მერამდენედ უნდა გაყიდოს საკუთარი თავი "ნაცმოძრაობამ“, "ლელომ“ და "სტრატეგია აღმაშენებელმა“? მათი ინტერესია კანდიდატის სტატუსის არმიღება" - შალვა პაპუაშვილი

"მერამდენედ უნდა გაყიდოს საკუთარი თავი "ნაცმოძრაობამ“, "ლელომ“ და "სტრატეგია აღმაშენებელმა“? მათი ინტერესია კანდიდატის სტატუსის არმიღება" - შალვა პაპუაშვილი

მერამდენედ უნდა გაყიდოს საკუთარი თავი "ნაციონალურმა მოძრაობამ“, "ლელომ“ და "სტრატეგია აღმაშენებელმა“, რომ ეს სინამდვილეში არის ერთი კოალიცია, რომელიც არის "ნაციონალური მოძრაობის“ განაყოფები და ნაწილები?! მათი ინტერესია პროცესის დისკრედიტირება, კანდიდატის სტატუსის არმიღება, რომ იქნებ როგორმე პოლიტიკური მღელვარება შემოიტანონ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, რა კონსტრუქციულობაზე, რა რეკომენდაციების შესრულებაზეა საუბარი მაშინ, როდესაც აღნიშნული პარტიები "ცხადად, ღიად, დღისით-მზისით ამბობენ, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს ევროპულ მომავალს“.

"საერთო ჯამში, ჩვენ მე მგონი ვთანხმდებით, რომ არსებობენ პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც არ სურთ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს მე მგონი, ცხადია უკვე ჩვენი მოსახლეობისთვის. ვინაიდან, კანდიდატის სტატუსის მიღება ავტომატურად ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ კარგად იმუშავა და მიიღო კანდიდატის სტატუსი, აქედან გამომდინარე, ხელისუფლებას, "ქართულ ოცნებას“ და იმ პარტიებს, რომლებსაც ამ პროცესში მონაწილეობა ექნებათ მიღებული, ექნებათ უფრო უპირატესი მდგომარეობა. ამიტომ ვხედავთ, რომ მიდის დისკრედიტირების პროცესი, რათა საბოლოო ჯამში საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. მერამდენეჯერ უნდა გაყიდონ საკუთარი თავი "ნაციონალურმა მოძრაობამ“, "ლელომ“ და "სტრატეგია აღმაშენებელმა“, რომ ეს სინამდვილეში არის ერთი კოალიცია, რომელიც არის "ნაციონალური მოძრაობის განაყოფები და ნაწილები?! მათი ინტერესია პროცესის დისკრედიტირება, კანდიდატის სტატუსის არმიღება, რომ იქნებ როგორმე პოლიტიკური მღელვარება შემოიტანონ. საპარლამენტო ფორმატებში რომ არ ერთვება ეს სამი პარტია, ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ რადიკალური დღის წესრიგი აქვთ. თან პარალელურად აანონსებენ აქციებს სექტემბრიდან. რა კონსტრუქციულობაზე, რა რეკომენდაციების შესრულებაზეა საუბარი? - პირდაპირ, ცხადად, ღიად, დღისით-მზისით ამბობენ, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს ევროპულ მომავალს. ესაა ერთადერთი შეფასება, რაც შეიძლება გავაკეთო“, - განაცხადა პაპუაშვილმა.