ავტორი:

"რუსეთიდან საქართველოში ჩამოდიან ახალგაზრდები, რომლებსაც კარგი შემოსავლები აქვთ - მათ წინააღმდეგ კამპანია გადაიზარდა ქსენოფობიაში" - პაპუაშვილი

"რუსეთიდან საქართველოში ჩამოდიან ახალგაზრდები, რომლებსაც კარგი შემოსავლები აქვთ - მათ წინააღმდეგ კამპანია გადაიზარდა ქსენოფობიაში" - პაპუაშვილი

ის, რომ საქართველოში ანტიდასავლური კამპანია მიმდინარეობს, გახლავთ დეზინფორმაცია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ამ ჰიბრიდული ომის მიზანია ხელისუფლების შერყევა, თავადვე ქმნიან ყალბ აღქმებს, რასაც შემდეგ თავადვე ებრძვიან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" თავმჯდომარე ეკა გიგაურის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თქმით, მოლოდინი იმისა, რომ დასავლეთთან ინტეგრაციის კუთხით რაღაცას მივაღწიოთ, ძალიან დაბალია.

მან ასევე შეაფასა არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევა, რომელიც საქართველოს რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ეხებოდა. მისივე განცხადებით, ქვეყანაში შემოსული ტურისტების რაოდენობის კუთხით არაფერი არ შეცვლილა და 2020-2021 წლებთან შედარება არარელევანტურია, რადგან აღნიშნულ პერიოდში მსოფლიოში პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები მოქმედებდა.

"საქართველო შეიძლება სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე ნაკლებად დამოკიდებული ქვეყანაც იყოს, ენერგეტიკის კუთხით ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე ნაკლები დამოკიდებულება გვაქვს რუსულ ბაზარზე, ასევე ყველაზე ნაკლები კავშირი გვაქვს რუსეთთან და დიპლომატიური ურთიერთობაც კი გაწყვეტილი გვაქვს, საერთოდ რაზე არის საუბარი?

არაფერი არ შეცვლილა არც რაოდენობაში შემოსვლის კუთხით და არც ვიზებთან დაკავშირებით, 2020-2021 წლებთან შედარება რომ ხდება, ეს არარელევანტურია. იმ დროს პანდემია იყო და საერთოდ სხვანაირად ხდებოდა გადაადგილება მსოფლიოში, ამიტომ არაფერი განსაკუთრებული არ არის. ეს კამპანია გადაიზარდა ქსენოფობიაში და მიკვირს, რომ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, ამაში ჩართული არიან არასამთავრობო ორგანიზაციები. კვლევების მიხედვით, რუსეთიდან საქართველოში ჩამოდიან ახალგაზრდები, რომლებსაც აქვთ კარგი შემოსავლები. ეს არის საშუალო ფენა, რომელიც წამოვიდა რუსეთიდან იმიტომ, რომ სურთ სტაბილურობა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არის“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.