ავტორი:

"საარჩევნო ბარიერზე წელს გადაწყვეტილების მიღებას არ ვგეგმავთ... ამ საკითხს ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან არანაირი კავშირი არა აქვს" - პაპუაშვილი

"საარჩევნო ბარიერზე წელს გადაწყვეტილების მიღებას არ ვგეგმავთ... ამ საკითხს ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან არანაირი კავშირი არა აქვს" - პაპუაშვილი

საარჩევნო ბარიერის დაწევა ცალკე საკითხია, რომელსაც ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან არანაირი კავშირი არა აქვს - ეს ევროკავშირის პერსპექტივიდან დანახული საკითხი არ არის , - აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

პაპუაშვილის თქმით, პარლამენტში დაწყებული პროცესი ევროპული საბჭოს რეკომენდაციების შესრულებას გულისხმობს, რაც თავის მხრივ, ეუთო/ოდირის დასკვნების ანალიზსა და მის "საარჩევნო კოდექსში" ასახვას ითვალისწინებს.

“ჩვენ ჩვენს მიზანზე უნდა ჩამოვყალიბდეთ - თუ მიზანია, ევროკავშირთან ურთიერთობის თვალსაზრისით კანდიდატის სტატუსის მიღება, მაშინ ამ საკითხს უნდა მივყვეთ. რაც შეეხება სხვა მიზნებსა და ინტერესებს, ასეთი შეიძლება ბევრი იყო. შეიძლება საარჩევნო ბარიერზე იყოს ინტერესი. "გირჩს" საქართველოს ეროვნულ ბანკზე აქვს მოსაზრებები... უბრალოდ, ეს არ არის პატიოსანი ჩვენი მოსახლეობის და ევროპული მომავლის წინაშე, რომ ჩვენ სხვა მიზნები და ინტერესები ჩავდოთ იმ კალათაში, რომელსაც ევროკავშირის გზაზე წინსვლა ჰქვია. ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ორი საკითხი - ერთია ევროკავშირის რეკომენდაციების დაკმაყოფილება და ამას უნდა მივყვეთ. სხვა საკითხები ევროკავშირის საკითხი არ არის. საარჩევნო ბარიერზე წელს გადაწყვეტილების მიღებას არ ვგეგმავთ!“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.