საქართველოში მოქალაქეთა ნაწილი რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმის შემოღებას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით შეიქმნა პეტიცია, რომელსაც უკვე 11600-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.
"დაწესდეს რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეთათვის სავიზო რეჟიმი, რომლის მიხედვითაც წლის განმავლობაში რუსეთის და ბელორუსის მოქალაქეები 3 თვეზე მეტი დროით ვერ შეძლებენ საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნას, რაც უზრუნველყოფს რუსეთის და ბელორუსის მოქალაქეების მხოლოდ ტურისტული მიზნებისთვის საქართველოში მოგზაურობას", - ნათქვამია პეტიციის ტექსტში.