ავტორი:

მილიარდერი გროსვენორების დინასტია და იმპერიის პრინცი - ოჯახი, სადაც ქონება მემკვიდრეობით მხოლოდ მამაკაცზე გადადის, კომპანიაში წამყვან თანამდებობებზე კი ქალებს ნიშნავენ

მილიარდერი გროსვენორების დინასტია და იმპერიის პრინცი - ოჯახი, სადაც ქონება მემკვიდრეობით მხოლოდ მამაკაცზე გადადის, კომპანიაში წამყვან თანამდებობებზე კი ქალებს ნიშნავენ

გროსვენორები ცნობილი ბრიტანული დინასტიაა, რომელიც მრავალმილიარდიან ქონებას ფლობს. დინასტიის ტრადიციაა, რომ ქონების უმეტესი ნაწილი მემკვიდრეობით მხოლოდ ოჯახის მამაკაც წევრზე გადადის. ასე გრძელდება უკვე საუკუნეებია.

ბოლო 345 წელია ეს წესი არ შეცვლილა. 2016 წელს როდესაც, 64 წლის ასაკში ოჯახის უფროსი ჯერალდ გროსვენორი გარდაიცვალა, მისი ძალაუფლება 31 წლის ჰიუ გროსვენორს გადაეცა. ჰიუ გახდა ვესტმინსტერის მეშვიდე ჰერცოგი, ოჯახის უფროსი და იმპერიის პრინცი, მიუხედავად იმისა, რომ მას ორი უფროსი და ჰყავს.

Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, ბრიტანელ არისტოკრატებს შორის ყველაზე მეტ ქონებას გროსვენორები ფლობენ და ის 11.6$-მილიარდს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ქონების მართვის თვალსაზრისით ბოლო წლებია ოჯახმა ქალების ჩართულობა გაზარდა, ოჯახი მაღალი თანამდებობებისთვის წარმატებულ ქალებზე აკეთებს არჩევანს.

ჰიუ რიჩარდ არტურ გროსვენორი და კოკო შანელი. 1925 წ.

"ბლუმბერგის" ცნობით, მილიარდერების დინასტიის საინვესტიციო ფონდის წამყვან თანამდებობებზე არასდროს უმუშავია იმდენ ქალს, რამდენიც ახლა მუშაობს.

ბოლო რამდენიმე თვეა, რაც გროსვენორის ჰოლდინგის ფინანსური მართვის სადავე ხელში ჰენრიეტა გურლეიმ აიღო. მას მარტში სინდი მაკმილანი შეუერთდა და საინვესტიციო ფონდის ვიცე პრეზიდენტის თანამდებობა ჩაიბარა, ხოლო ემილი პეტრილა ამავე თვეში დაინიშნა ფონდის იურიდიული განყოფილების ვიცე-პრეზიდენტად.

ჰიუ გროსვენორი - ოჯახის მემკვიდრე

"ჩვენ მრავალფეროვანი და ინკლუზიური სამუშაო გუნდის შექმნაზე ვართ ორიენტირებული, რომელიც იმ საზოგადოებას ასახავს, რომელშიც ვცხოვრობთ. ამ მიდგომის ნაწილი კი ჩვენი ორგანიზაციის წამყვან პოზიციებზე ქალების რაოდენობის ზრდას გულისხმობს", - ამბობს ჯო სქუაირი, გროსვენორის საინვესტიციო ფონდის დირექტორი.

გგროსვენორის მოედანი - 1754 წელი

ამჟამად, გროსვენერების საინვესტიციო ბიზნესის ექვსი დირექტორი ქალია და ეს დირექტორატში ნახევარზე მეტია. უმეტესობა თანამდებობაზე 2020 წლის დასაწყისიდან დაინიშნა.

მიუხედავად ამისა, 2021 წლის აპრილის მდგომარეობით, Grosvenor-ში ქალები საშუალოდ 38%-ით ნაკლებს გამოიმუშავებდნენ.

გროსვენორების წარმომავლობას უდიდესი ისტორია აქვს და ამ ოჯახურ კლანს 1000-წლოვანი ისტორია აქვს, მაგრამ ოჯახი მხოლოდ მე-17 საუკუნეში გამდიდრდა, როდესაც თომას გროსვენორმა სულ მცირე 300 ჰექტარის ფართობის მიწა და ბაღი მიიღო ლონდონის დასავლეთით ცოლის, მერი დეივისის მშობლებისგან. ეს მზითევი იყო.

ოჯახს შემუშავებული აქვს მემკვიდრეობის გადაცემის სტრუქტურა, რომლის მიხედვითაც, ოჯახში მამაკაცებს უპირატესობა ენიჭებათ და ეს დღემდე ასე გრძელდება. მათი სისტემის მიხედვით, მემკვიდრეობის ხაზში უპირატესობა უმცროს ვაჟს აქვს.

ოჯახის მამული

ამ დროისთვის მათი ქონება ძირითადად დაბანდებულია უძრავ ქონებაში და მოიცავს ლონდონის ოფისებს, მადრიდის სახლებს, სან ფრანცისკოში სავაჭრო ცენტრებს და ა.შ.

წყარო: bloomberg

მოამზადა: ანა სიბოშვილმა