ავტორი:

"ყველა ავეჯი უცხოეთიდან ჩამოვიტანე... სახლში ცხრა მეტრიანი ჭერია" - ვის ეკუთვნის ულამაზესი სახლი ტაბახმელაში, დახვეწილი ბაღითა და ინტერიერით?

"ყველა ავეჯი უცხოეთიდან ჩამოვიტანე... სახლში ცხრა მეტრიანი ჭერია" - ვის ეკუთვნის ულამაზესი სახლი ტაბახმელაში, დახვეწილი ბაღითა და ინტერიერით?

"შინ“ ამჟამად ტაბახმელაში, ძალიან ლამაზ და დახვეწილ ბაღში იმყოფება სტუმრად. ჩვენი მასპინძელი მერი გურულია. მერის საკუთარი კომპანია აქვს და ბრენდული სასტუმროების რემონტით, ავეჯით მოწყობით არის დაკავებული. საკუთარი სახლის ინტერიერი თავად ითავა, რადგან ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვს. შესაბამისად, სახლი საკმაოდ დახვეწილი და კომფორტული გამოვიდა. ბაღის დიზაინი კი ლანდშაფტის დიზაინერს ანდო.

- ეს ნაკვეთები ჩემმა მეუღლემ შეიძინა დაახლოებით ათი წლის წინ. ის იყო პირველი ადამიანი, ვინც კონკრეტულად ეს ადგილი აღმოაჩინა. ულამაზესი ველი იყო და წითელი ყაყაჩოებით იყო მოფენილი. მერე უთხრა მეგობრებს და თითქმის ყველა ახლობელმა მოიყარა თავი. გაკეთდა ამხანაგობა. დაიწყეს კომუნიკაციების მოყვანა. ახლა მხოლოდ წყალი არ გვაქვს და იმედია, ესეც მალე იქნება. ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვისი სახლიც დაიდგა აქ. 2018 წელს მორჩა მშენებლობა და 2019 წელს დავიწყეთ ბაღის გაშენება.

მშენებლობამ ძალიან გააფუჭა ნიადაგი, ამიტომ დიდი რაოდენობით მიწა შემოვიტანეთ. აქტიურად ვეძებდი ლანდშაფტის დიზაინერს, რადგან ამ საქმეში არანაირი გამოცდილება არ მქონდა. ბევრი ნამუშევარი ვნახე. განსაკუთრებით მომეწონა თამარ თავართქილაძის ნამუშევრები და სხვაზე აღარც მფიქრია, ყველაფერი მას მივანდე. ბაღი ჯერ მხოლოდ სამი წლისაა და წინ აქვს მთელი სილამაზე.თამარმა უზარმაზარი შომა ჩადო ამ ბაღში. თითოეული მცენარის დარგვის პროცესს თავად გაუწია ზედამხედველობა. ყვავილების შერჩევის პროცესშიც აქტიურად იყო ჩართული.

თავიდანვე ძალიან მომეწონა ესკიზები და დაველოდე განხორციელებას. მომავალში გასართობი და სარელაქსაციო სივრცის მოწყობა გვინდა. დიდი მცენარებიის დარგვაზე უარი ვთქვით, რომ ეს ხედი არ დაფარულიყო. ხეხილის ბაღიც არ მოისაზრებოდა. დღეს თამამად შეიძლება ვთქვა, რომ ამაზე ლამაზ ბაღს ვერც წარმოვიდგენდი.

- რამდენი ხანი მიმდინარეობდა ბაღის გაშენების პროცესი, დარგვითი სამუშაოები?

- მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული იყო იმ პერიოდში მუშაობა, სწრაფად მოხდა მცენარეების დარგვა. არაერთ სანერგეში გვიწევდა მისვლა და მცენარეების შეძენა. ყველაზე რთული რაც არის ამ პირობებში, უწყლობაა. გვიწევს წყლის მომარაგება. ძალიან რული იყო ბალახის დათესვა და მოვლა. მოგეხსენებათ, მას სისტემატიურად სჭირდება მორწყვა და მოვლა. თავდაპირველად ამ ბალახის დათესვაზე ათი კაცი მაინც მუშაობდა, რამაც საბოლოოდ შედეგი გამოიღო.

- გყავთ მებაღეები, თუმცა ყოველ დღე ვერ ახერხებენ ბაღში მოსვლას. თქვენ თუ გიწევთ მისი მოვლა?

- კი, რა თქმა აუნდა. განსაკუთრებით პირველ ორ წელს ძალიან დიდი შრომა იყო საჭირო. ძირითადად ბალახის შენარჩუნებისთვის ვწვალობდით. მე თვითონაც ძალიან დიდ დროს ვატარებდი ბაღში. წელს უკვე ნაკლებად. არ მინდა რამე გავაფუჭო და აღარ ვეხები...წაიკითხეთ სრულად და დაათვალიერეთ ფოტოები