ავტორი:

15 აგვისტოდან "საქართველოს ისტორიის პალიტრის“ მე-7 ტომი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად

15 აგვისტოდან "საქართველოს ისტორიის პალიტრის“ მე-7 ტომი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად

„საქართველოს ისტორიის პალიტრას“ მეშვიდე ტომი 15 აგვისტოს გამოვა. გამოცემიდან ერთი კვირის განმავლობაში მისი სპეციალური ფასი 13 ლარი იქნება, გაზეთთან ერთად კი - 15 ლარი.

ჩვენი ქვეყნის ისტორიის შესახებ მომზადებული ეს 15-ტომეული მოიცავს ცნობებს მონებით ვაჭრობის, კვების, ჩაცმის, მედიცინის, ვაჭრობის, ზღვაოსნობისა თუ ეპიდემიების შესახებ, ასევე აერთიანებს საზოგადოებისთვის საინტერესო სხვა არაერთ მიმართულებას.

„საქართველოს ისტორიის პალიტრა“ ისტორიკოს ჯაბა სამუშიას ხელმძღვანელობითა და 20-ზე მეტი იტორიკოს-მკვლევრის ავტორობით მომზადდა. მათ ათასობით ისტორიულ წყაროზე დაყრდნობით მკითხველთა ფართო წრისთვის უნიკალური ტომეული შექმნეს. მისი გამოცემა 21 თებერვლიდან დაიწყო და ხელმისაწვდომია როგორც წიგნის მაღაზიათა ქსელებში, ისე პრესის გავრცელების ჯიხურებში გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად.

მეშვიდე ნაწილი - „ქართული მედიცინის ისტორია“ - ხელმისაწვდომი იქნება „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით და პრესის გავრცელების წერტილებშიც. ასევე, გამოწერა შესაძლებელია ვებგვერდიდანაც - http://www.palitral.ge.

წიგნი დაყოფილია შემდეგ ქვეთავებად: ქართული მედიცინის ისტორია, ძველი ქართული მედიცინა, მედიცინა საქართველოში მონათმფლობელური წყობილების დროს, საექიმო საქმის ძირითადი ფორმები და სისტემები და მედიცინა სოციალისტურ საქართველოში.

უფრო დეტალურად 15-ტომეულის თემატიკა დაყოფილია შემდეგნაირად:

  • ძველი ქართული ცივილიზაციის სათავეებთან;
  • ქართველთა ეთნიკური ისტორია, ქართველთა ყოფა-ცხოვრება;
  • ზღვაოსნობა ძველ საქართველოში;
  • ადამიანებით ვაჭრობა ძველ საქართველოში;
  • ფული ძველ საქართველოში;
  • მოდა ძველ საქართველოში;
  • მედიცინის ისტორია საქართველოში;
  • ჯილდოები ძველ საქართველოში;
  • პოლიტიკური პარტიების ისტორია ძველ საქართველოში;
  • ეპიდემიები საქართველოში;
  • საქართველოს სამხედრო ისტორია;
  • გასტროისტორია;
  • ქართული ხუროთმოძღვრება.

R