ავტორი:

"Facebook-ის გვერდი მომხმარებლებს რუსულ ენაზე პასუხობს... დაუდგენელია ეს არის ტექნიკური ხარვეზი, თუ ჰაკერული შემოტევა" - "პიაცა ბათუმი"

"Facebook-ის გვერდი მომხმარებლებს რუსულ ენაზე პასუხობს... დაუდგენელია ეს არის ტექნიკური ხარვეზი, თუ ჰაკერული შემოტევა" - "პიაცა ბათუმი"

"პიაცა ბათუმი" განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას ბოდიშს უხდის იმის გამო, რომ მათი "ფეისბუქ" გვერდის ავტომოპასუხე მომხმარებლებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში რუსულ ენაზე პასუხობდა.

როგორც ამბობენ, ჯერჯერობით არ იციან, ეს არის ტექნიკური, თუ ჰაკერული შემოტევის მიზეზი.

"ტექნიკური ხარვეზის გამო "პიაცა ბათუმის“ Facebook-ის გვერდის ავტომოპასუხე, მომხმარებლებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში რუსულ ენაზე პასუხობს, რამაც სამართლიანად მათი გაღიზიანება და უკმაყოფილება გამოიწვია.

ჩვენი მხრიდან აღნიშნული ხარვეზი გამოსწორებულია, თუმცა დაუდგენელია რეალურად წარმოქმნილი პრობლემა არის ტექნიკური, თუ ჰაკერული შემოტევის მიზეზით.

„პიაცა ბათუმის" მენეჯმენტი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი უხერხულობისთვის.ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ ოკუპაციას, საქართველოს და უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის შელახვას" - ნათქვამია ინფორმაციაში.